Wednesday, March 21, 2012

ენა, მამული, სარწმუნოება

პროექტის მთავარი იდეაა:
  •  დედაენის დღის დაწესების მნიშვნელობა და რაობა;
  • დედაენის ძეგლის დათვალიერება - მიზნობრივი ექსკურსია.
პროექტის აქტუალობა - გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და მოსწავლეებს შევთავაზოთ უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა.

პროექტის მიზნები:
  1. სწავლების ქვედა საფეხურზე შეძენილი უნარი თავიდანვე იქცეს ახალ უნარ-ჩვევათა განვითარების წყაროდ სწავლების მომდევნო საფეხურზე;
  2. პიროვნების საერთო კულტურის, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ქართული ენის გაკვეთილებზე;
  3. შეიყვაროს მოსწავლემ კითხვა, განუვითარდეს მას ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
  4. განუვითარდეს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმის უნარი;
  5. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; მოსწავლეთა მოტივაციის გარზრდა.
მოსწავლეთა ასაკი - 6-დან 8 წლამდე;

ვადები - 25.03-20.04;


მოსალოდნელი შედეგები: არსებული სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება; მწერლის შემოქმედების გააზრება; საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება;

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ინტერნეტი;

პროექტის მსვლელობა: მიეთითება პროექტის დასრულების შემდეგ.

საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ თევდორაშვილი


საკონტაქტო ინფორმაცია: tamari.tevdorashvili@gmail.com
პროექტის მისამართი: http://tamari51.blogspot.com