პროექტის მთავარი იდეაა:
- დედაენის დღის დაწესების მნიშვნელობა და რაობა;
- დედაენის ძეგლის დათვალიერება - მიზნობრივი ექსკურსია.
პროექტის აქტუალობა - გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და მოსწავლეებს შევთავაზოთ უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა.
პროექტის მიზნები:
- სწავლების ქვედა საფეხურზე შეძენილი უნარი თავიდანვე იქცეს ახალ უნარ-ჩვევათა განვითარების წყაროდ სწავლების მომდევნო საფეხურზე;
- პიროვნების საერთო კულტურის, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ქართული ენის გაკვეთილებზე;
- შეიყვაროს მოსწავლემ კითხვა, განუვითარდეს მას ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
- განუვითარდეს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; მოსწავლეთა მოტივაციის გარზრდა.
ვადები - 25.03-20.04;
მოსალოდნელი შედეგები: არსებული სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება; მწერლის შემოქმედების გააზრება; საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება;
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ინტერნეტი;
პროექტის მსვლელობა: მიეთითება პროექტის დასრულების შემდეგ.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ თევდორაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: tamari.tevdorashvili@gmail.com
პროექტის მისამართი: http://tamari51.blogspot.com
No comments:
Post a Comment